суббота, 15 ноября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო სამუშაო დღე იყო. დავასრულეთ პროექტზე მუშაობა და ნამუშევარი განვათავსეთ  ბლოგზე.ტრენინგს შევაფასებდი დადებითად, შევიძინე საჭირო ცოდნა და უნარები სასწავლო პროექტის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და სწავლების პროცესში წარმატებით ინტეგრირებისთვის.

воскресенье, 9 ноября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დავამთავრეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.საბოლოოდ გამოვიტანე შემდეგი დასკვნები:
პროექტის განხორციელება საკმაოდ ხანგძლივი და შრომატევადი პროცესია, საჭიროებს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას , მრავალმხვრივ და მრავალჯერად გადახედვას და გადამუშავებას.ამასთანავე პროექტის სწორად დაგეგმვა მისი წარმატებებულად შესრულების წინაპირობაა, ამიტომ დიდ პასუხილმგებლობას და დაკვირვებას საჭიროებს.

суббота, 8 ноября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს ასევე გულმოდგინე მუშაობაში გავატარეთ, დავასრულეთ პრეზენტაციების მომზადება და განვაგრძეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.  ტრენერი გაუგებარს არ ტოვებს არც ერთ საკითხს, ასე რომ გაუგებარი  და ბუნდოვანი არაფერი დარჩენილა ჩემთვის. 

воскресенье, 2 ноября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშის შექმნაზე. პრეზენტაციის შექმნაზე აქამდეც მიმუშავია ამიტომ რაიმე სირთულე ამ მხვრივ არ შემქმნია. 

суббота, 1 ноября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე. განვიხილეთ პროექტის შეფასების ხერხები დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.  ტრენერის დახმარებით და ურთიერთთანამშრომლობით შევარჩიეთ შეფასების ხერხები ჩვენი პროექტებისთვის.  არც ერთი საკითხი არ დარჩნილა ჩემთვის ბუნდოვანი, თუმცა ვთვლი, რომ შეფასების გეგმებზე უნდა გავაგრძელო მუშაობა და უფრო აქტიურად დავნერგო ჩემს პრაქტიკაში.