ტრენინგის პირველი დღის დასაწყისში ტრენერი, გიორგი ხომასურიძე გაგვეცნო და ტრენინგის
მონაწილეებმაც
გავაცანით
ერთმანეთს
თავი.
შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი და დანიშნულება, გაგვაცნო ტრენინგზე
დასწრების
პირობები
და
შინაგანაწესი.
ამის შემდეგ დავათვალიერეთ ელექტრონული სახელმძღვანელო Intel Education Viewer და შევქმენით
საქაღალდეები,
რომლებიც
განვათავსეთ
D დისკზე.
ტრენინგის მეორე დღეს ტრენერმა გაგვაცნო კომპიუტერული პროგრამა
Microsoft Publisher და დავიწყეთ ბროშურის შექმნა მშობლებისთვის, სადაც უნდა დაგვესაბუთებინა
თუ
რატომ
იყო
მნიშვნელოვანი
პროექტებით
სწავლება.ასევე
გავეცანით
ბუკლეტების
შეფასების
რუბრიკას.
ინტელის ტრენინგს დიდი ინტერესით ველოდებოდი და შეიძლება ითქვას რომ ჩემი მოლოდინი სრულიად გამართლდა. ჩვენი ტრენერი, ბატონი გიორგი ხომასურიძე, ძალიან საინტერესოდ და გასაგებათ გვიხსნის მასალას,
გაურკვეველს
არ
ტოვებს
არც
ერთ
საკითხს
და
დაუღალავად
მუშაობს
მთელს
აუდიტორიასთან
და
ინდივიდუალურად
ტრენინგის
თითოეულ
მონაწილესთან.
ამ ორი დღის მაძილზე ბევრ სასარგებლო რესურს და მასალას გავეცანი, რომელიც სასწავლო პროექტების წარმართვაში დამეხმარება. იმედი მაქვს
შემდგომი
მოდულებით
ასევე
საინტერესო
და
ახალი
ცოდნის
და
უნარების
მომცემი
იქნება
ჩემთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий